Sunday, June 30, 2013

ჯანსაღი კვების ქცევითი კოდექსი 1.საკვების მიღებისას ნუ დაკარგავთ მის რაოდენობაზე კონტროლს. 2.დაიცავით დრო, ადგილი, სიტუაცია და კვებითი ქცევის შინაარსი.3.კარგად გააცნობიერეთ რას ნიშნავს ჯანსაღი კვების ჩვევები4. მიიღეთ ინფორმაცია ჯანსაღი წონის მაჩვენებლების შესახებ.5. იკვებეთ სამჯერადად დღეში და 2-3-ჯერ წაიხემსე ძირითად კვებებსშორის(ხილის ხარჯზე);
6.უარი თქვით იმ საკვებზე, რომელიც ხელს უწყობს არაკონტროლირებად კვებას. 7.თავი აარიდეთ ღებინების გამოწვევას ჭამის შემდეგ; 8.ეცადეთ, ნელა ჭამოთ. 9. შეარჩიეთ სწორი დრო.10.ალორია ყველა უსარგებლო არ არის. 11. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული.12.დილა დაიწყეთ საუზმით.13.ზოგადად ეცადეთ, რომ საჭმლის უმეტესი დოზა დღის პირველ ნახევარში მიიღოთ. 14.ხილი ყოველთვის ჭამის წინ მიიღეთ. 15.ეცადეთ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიოთ. 16.მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. 17.მოერიდეთ კვებით დანამატებს.18.დაწოლამდე 4 საათით ადრე ნუ მიირთმევთ მსუყე და ტკბილ საკვებს.რჩევები მშობლებს: 19.ნუ ამოიღებთ მენიუდან ფაფას, იგი ხომ ბოჭკოთია მდიდარი. 20.ნუ აუკრძალავთ ბავშვებს თხილეულს, იგი ამცირებს ”ცუდი” ქოლესტერინის დონეს. 21.გადააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას. 22.თუ დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად მოიმატეს წონაში დროულად მიმართეთ ექიმ ენდოკრინოლოგს. 23.ნუ მოსთხოვთ ბავშვებს კერძი ბოლომდე შეჭამონ, მიაჩვიეთ მხოლოდ მაშინ ჭამონ, როცა მოშივდებათ. 24.ნუ დააჯილდოვებთ ბავშვებს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის, ნუ შეეცდებით კანფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა. 25.ნურასოდეს ეცდებით თქვენი სიყვარული მათ მენიუზე აისახოს. 26.ბევრს ნუ ილაპარაკებთ ”მავნე საკვებზე”, ნურც საყვარელ ტკბილეულს გამორიცხავთ ბავშვის რაციონიდან, უბრალოდ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარეთ. 27.აგრძნობინეთ პატარას, რომ მიუხედავად მისი წონისა, ძალიან გიყვართ და გინდათ დაეხმაროთ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული. რჩევები მასწავლებლებს: 28.ყურადღებით დააკვირდით მოსწავლეებში ისეთ გავრცელებულ ნიშნებს, როგორიც არის მოთენთილობა, აპათია, მოუსვენრობა, აღგზნებადობა, ხშირი გაცდენები, უყურადღებობა და კონცენტრაციის ნაკლებობა. 29.თქვენი მხრიდან ამგვარ საქციელს ბავშვის დასჯა ნუ მოყვება, უნდა იცოდეთ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა რეალური ფიზიკური პრობლემა იყოს. 30. აღნიშნულის გამო არ გაღიზიანდეთ, მიიღეთ სათანადო ზომები. ამ შემთხვევაში ბავშვისათვის საყვედურის თქმა უსამართლოა და არაეფექტური.

No comments:

Post a Comment