Monday, May 13, 2013


სიმულაციური თამაში   ---  „კვების ჟურნალი“
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები მეტ ყურადღებას მიაქცევენ   რითი იკვებებიან ყოველდღიურად და  დაინახავენ  დაბალანსებული კვების აუცილებლობას.
ასაკობრივი ჯგუფები: 10-17 წელი
საჭირო დრო-1 კვირა გარეთ, 30 წუთი სესიაზე.
მასალები: საკვების ცხრილი რვეულში ფანქრები, წინასწარ დამზადებული საკვების პირამიდა.
აქტივობა( დეტალური ინსტრუქცია)


1.      მონაწილეებს ვეკითხები რას მიირთმევენ ყოველდღიურად.
2.      ვაცნობ დაბალანსებული კვების ცნებას.
3.      ვაძლევ დავალებას ერთი კვირის მანძილზე ჩაინიშნონ რას მიირთმევენ.
4.      შემდეგ სესიაზე ვიხილავთ რას ნიშნავს დაბალანსებული კვება და კერძი
5.      მოსწავლეები აკვირდებიან თავიაანთ სიას
6.      მონაწილეებს ვყობ 4-5 კაციან ჯგუფებად და ვაძლებ კითხვებს:
·         რომელი კერძი იყო დაბალანსებული?
·         რომელი არა?
·         რომელი იყო ყველაზე მეტად დაბალანსებული საკვები? და რომელი ყველაზე ნაკლებად?
·         რას დაამატებდით კერძს, რომ უფრო დაბალანსებულიყო?
·         რას მიირთმევდით ნაკლებად რომ საკვები დაგებალანსებინათ.
7.      განვიხილავთ მონაწილეთა პასუხებს.
შევთავაზებ სადისკუსიო შეკითხვებს:
·         შეიმუშავეთ ყოველდღიური რაციონი
·         განიხილეთ როგორ იცვლება დაბალანსებული საკვები რაციონი ასაკთან და წონასთან ერთად.
·         მონაწილეები გადავიდნენ დაბალანსებულ კვებაზე?
·         უფრო ჯანსაღად გრძნობენ თავს?   უფრო ენერგიულად? ნაკლებად შივდებათ?

No comments:

Post a Comment