სიახლეები

ინტელის პროექტი
პროექტის შაბლონი

მოსწავლეთა პრეზენტაცია


 ტრენინგის  მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა, პრეზენტაცია ავტვირთვე google drive-ზე, ვისწავლეთ პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭირო დადგენისთვის სხვადასხვა ფომების შედგენა( შტორმი, მოაზროვნეთა სია).
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმას, ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს შემოტანა, დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და ვისწავლეთ მათი ჩვენი პროექტის  თემისთვის მორგების სტრატეგია. გავეცანით საუკეთესო საძიებო სისტემებს.
ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის პრეზენტაციის აწყობას, შევქმენით პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესაბამისად, სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით. განვიხილეთ საავტორო უფლებები და ვილაპარაკეთ web2 ტექნოლოგიებზე.
ვისწავლეთ კითხვარის შექმნა, გაზიარება, პასუხების დათვალიერება.მივიგეთ დავალება: pp-ში გავაკეთოთ სასწავლო პროექტის პეზენტაცია
ტრენინგის ბოლოს განვახორციელეთ უკუკავშირი ბლოგზე.


ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით  ბუკლეტის შექმნას, რომელიც იქნება თვალსაჩინო მასალა ჩვენი პროექტის მიზნობრიობის შესახებ. ამის შემდეგ ვისწავლეთ  როგორ ჩამოვაყალიბოთ საპროექტო მიზანი. რისთვისაც პირველ რიგში მოვძებნეთ ესგ სტანდარტი, თუ რისი მიღწევა გვსურს ამ პროექტით, შემდეგ 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარებიდან რომელი უნარების განვითარებაც გვსურს ჩვენს მოსწავლეებში და ამის შემდეგ ვაყალიბებთ მიზანს.  პროექტზე მუშაობისას  საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია საპროექტო მუშაობისას, ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხის გაცემა  არის უმთავრესი პროექტზე მუშაობისას.

ინტელის პროგრამა-პროექტებით სწავლება
დღეს ჩვენს სკოლაში ინტელის ტრენინგები დაიწყო და ტრენერმა ავთო ცნობილაძემ ჩაგვიტარა   საინტერესო  ტრენინგი  აქტუალურ თემაზე-პროექტებით სწავლება. სწავლების აღნიშნული ფორმა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო საინტერესო. პროექტები
შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.  შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
გავეცანით ინტელის ძირითად კურსს. შევიმუშავეთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოვიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგვეხმარება.

მეოთხე დღის უკუკავშირი
დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე;  შევიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები; გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებსა და მეთოდებს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის მიზნის მისაღწევი შედეგების შეფასების შესატყვისი მეთოდები და შევქმენით შესაბამისი რუბრიკა. 

No comments:

Post a Comment