პროექტის მოკლე აღწერა: უკანასკნელ წელს წყალტუბოს მღვიმემ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო თუმცა წყალტუბო დიდი ხანია გამოირჩევა მღვიმეთა სიუხვით
რომელთა არამხოლოდ ტურისტული და სანახაობრივი დანიშნულება აქვს არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასრგებლოა ეს პროექტი ამ საკითხის უკეთ შესწავლას ემსახურება।
პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მღვიმეების ღირსებების წარმოჩენა მოსწავლეებს დაევალებათ სხვადასხვა მღვიმის ისტორიის შესწავლა მათი ტურისტული და სამკურნალო მნიშვნელიობის დადგენის მიზნით შესაბამის სტრუქტურებთან (ქალაქის თვითმმართველობასთან, ჯანმრთელობის განყოფილებასთან, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, წყალტუბოს მხარეთნმცოდნეობის მუზეუმთან) შეხვედრების მოწყობა მოსწავლეები მოიძიებენ მრავალფეროვან მასალას ამ საკითხების ირგვლივ, შექმნიან კატალოგს, წყალტუბოს მიწისქვეშეთის შესახებ, ,, მღვიმის ზღაპრული სამყარო ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში"
მონაწილეთა ასაკი: მე–10კლასი, 15 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 3-6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში : შესაძლებელია მოეწყოს საკლასო კონფერენცია ,,მღვიმის მიკროკლიმატის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე"
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტი,რომელიც შეიძლება შეიქმნას):მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, მის სავიზიტო ბარათს, რაც მოქალაქეობრივ ღირსებას აამაღლებს. ჯგუფური მუშაობა მათ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას შეუწყობს ხელს. მათში გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და ისწავლიან დაკისრებული ფუნქციის წარმატებით გადაჭრის გზებს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი კატალოგი კი იქნება მნიშვნელოვანი პროდუქტი რაც თავის მხრივ მათ დაეხმარება კარიერულ ზრდაში.
სარგებლობა სხვისთვის: ამ პროექტის ინტერნეტ სივრცეში განთავსებით მასში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც უყვარს მოგზაურობა და ინტერესდება სანახაობით. ვისთვისაც ძვირფასია ჯანმრთელობა. მასწავლებლებს სხვისი გამოცდილებისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ..
სამუშაო ენა: ქართული , რუსული, ინგლისური.
პროექტის საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის ფარგლებში მოხდება გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, მათემატიკის და უცხო ენების და ისტ–ის ინტეგრირება.
ამასთან მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, ანალიზის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, ახალი რესურსების შექმნის, თანამშრომლობის უნარ–ჩვევები.
პროექტის ფასილიტატორი: ლაურა ჯიმშელეიშვილი.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: laurajimsheleishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment